კომპანია „ქონექთი სთორი“ ნავთობკომპანია „ქონექთის“ შვილობილი ბრენდია, რომელიც 2025 წლიდან დღემდე ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მიმდინარე მდგომარეობით, კომპანია წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის მასშტაბით და ფლობს 3 ფილიალს. თუმცა, სამომავლოდ დაგეგმილია კომპანიის გაფართოება თბილისსა და რეგიონებში.
„ქონექთი სთორი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
არსებითი სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა # 8
ძირითადი მოვალეობები:
• „ქონექთი სთორის“ ბიზნესმოდელის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღსრულება;
• გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდის მიზნით ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
• არსებული კომერციული და საოპერაციო პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების გეგმის შემუშავება;
• „ქონექთი სთორის“ ბიზნესსპეციფიკის გათვალისწინებით ბაზრის ტენდენციების ანალიზი და შედეგებზე დაყრდნობით პროცესების გაუმჯობესების გეგმის შემუშავება / აღსრულება;
• მოკლე და გრძელვადიანი ბიზნესგეგმების შემუშავება;
• დაბალი შედეგების მქონე ობიექტების იდენტიფიცირება, შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და შესაბამისი განვითარების გეგმების შემუშავება;
• არსებული სავაჭრო სივრცისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
• ახალი ლოკაციების შერჩევისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
• ლოკაციების პოტენციალის, მომხმარებელთა ნაკადებისა და კომერციული სარგებლის მიღების შესაძლებლობების შეფასება;
• ახალი ობიექტების გახსნის პროცესის კოორდინაცია და ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია;
• არსებული ასორტიმენტის გადახედვა და განახლება ბაზრის მოთხოვნებისა და მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით;
• ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
• არსებული ბიზნესპროცესების შეფასება და ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება;
• პროცესების სტანდარტიზაციისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა;
• დანერგილი ცვლილებების შედეგების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
• პროექტების შესრულების მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
• ხელმძღვანელობისთვის პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
• წინასწარ შეთანხმებული KPI-ების შესრულება;
• გაყიდვების, შემოსავლების, ხარჯებისა და მოგებიანობის პერიოდული ანალიზი;
• ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებული რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
• მნიშვნელოვანია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია, საცალო ვაჭრობაში მუშაობის გამოცდილება;
• აუცილებელია, საცალო ვაჭრობის სპეციფიკის და ბიზნესპროცესების ცოდნა;
• მნიშვნელოვანია, პროექტების მართვის გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია, ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის გამოცდილება;
• MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ანალიტიკურ სისტემებთან და BI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
• ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
• მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
• კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• გუნდის მართვის და დელეგირების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ცვლილებების ეფექტურად მართვის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება და პროცესების მთლიანობაში ხედვის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!