ჩვენს შესახებ
ნავთობკომპანია „ ქონექთი “ 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დღეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს ნავთობპროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.
2025 წლიდან „ქონექთი“ საქმიანობას საკუთარი ნავთობტერმინალითაც ახორციელებს, რაც კომპანიას იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას აძლევს.
ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვნერგავთ ახალ მიდგომებს და ვზრუნავთ პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ზრდა და გავხდეთ ბრენდი, რომელიც ნავთობპროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში თანამედროვე სტანდარტებს ქმნის.
