ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 150-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 თანამშრომელს.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 8;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + საბონუსე სისტემა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია და კომერციულ პირობებზე შეთანხმება;
** კორპორატიული კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება;
** შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების რეგისტრაცია, მონაცემების შემოწმება და ვალიდურობის დადგენა;
** საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების მხარდაჭერა;
** კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე-აგს-ებზე ტალონებისა და კორპორატიული ბარათების გადანაწილება და მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი საბარათე-სატალონე სისტემაში;
** კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა პერიოდული კომუნიკაციის მეშვეობით;
** ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სფეროში გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საბაზისო სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით გავლილი ტრენინგ (ებ)ი;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
** მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი დონის მომსახურებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
წარმატებებს გისურვებთ!