ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დღეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს ნავთობპროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.
2025 წლიდან „ქონექთი“ საქმიანობას საკუთარი ნავთობტერმინალით ახორციელებს, რაც კომპანიას იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას აძლევს.
„ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.
არსებითი სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი / დამპალო
ანაზღაურება: 1,800 (ათას რვაასი) ლარი + საბონუსე სისტემა
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სტაჟის დანამატი
ძირითადი მოვალეობები:
• ბენზინგასამართი სადგურის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების ცვლებისა და სამუშაო განრიგის დაგეგმვა და ასახვა კომპანიის შიდა პროგრამაში;
• ფინანსური ოპერაციების, სალაროსა და ტერმინალების მუშაობის კონტროლი;
• ნავთობპროდუქტების მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
• კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
• სამუშაო დისციპლინისა და თანამშრომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
• ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური მოწყობილობების მდგომარეობის მონიტორინგი;
• გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
• შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესრულების კონტროლი;
• საგანგებო და პრობლემურ სიტუაციებზე დროული რეაგირება;
• უშუალო ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია, უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
• მნიშვნელოვანია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი მუშაობის გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია, საცალო გაყიდვების ან ნავთობპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია, MS Office-ის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
• ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• გუნდის მართვის და დელეგირების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
• დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
წარმატებებს გისურვებთ!